top of page
Disposable Mask

ᲙᲝᲕᲘᲓ-19 ᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲡᲐᲖᲝᲒᲐᲓᲝᲔᲑᲐᲨᲘ ᲓᲔᲞᲠᲔᲡᲘᲣᲚᲝᲑᲘᲡ ᲖᲠᲓᲐᲖᲔ

Home: Welcome
Image by Callie Gibson

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2019 წლის სტატისტიკით, მსოფლიო მასშტაბით დეპრესიით 264 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება. დეპრესიას არ აქვს ასაკი, თუმცა WHO-ს მიხედვით, ის ქალებში უფრო ხშირად გვხვდება.

დეპრესია შეიძლება იყოს მოულოდნელი, გარდამავალი ან ხანგრძლივი, ნებისმიერ შემთხვევაში მას მონსტრის ეფექტი აქვს და მისი ნიშნების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. მკურნალობა სხვადასხვა გზებს მოიცავს — მათ შორის თერაპიებს, სამედიცინო და ექსპერიმენტულ ჩარევებს. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ სპეციალისტის ჩართვით მდგომარეობის შემსუბუქება, მისი მართვა და სრულად განკურნება შესაძლებელია.

Home: About

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲐᲛᲝᲕᲘᲪᲜᲝᲗ ᲓᲔᲞᲠᲔᲡᲘᲐ

დეპრესიის სიმფტომები ყველა ადამიანისთის განსხვავებულია, თუმცა არსებობს ფსიქოლოგებისსა და მკვლევარების მიერ შეჯერებული სიმპტომების სია, ეს ქვიზი კი დაგვეხმარება მათ აღმოჩენაში

Home: HTML Embed

იმისთვის, რომ სუიციდის შემთხვევების მზარდი ტემპი შეჩერდეს და რამენაირად შენელდეს, მკვლევრების აზრით, საჭიროა მეცნიერებმა უკეთ გაიგონ, თუ როგორ პროგრესირდება იგი და როგორ მიდის ადამიანი სუიციდური აზრებიდან აღნიშნული ქმედების განხორციელებამდე.
ამ პროგრესის მნიშვნელოვანი ნაწილი დროა. რამდენ ხანს ძლებს სუიციდის იდეა ადამიანის გონებაში? რამდენი დრო სჭირდება ადამიანს იქამდე, სანამ სუიციდური აზრებიდან თვითმკვლელობის გადაწყვეტილებამდე მივა? რა გავლენას ახდენს ადამიანზე დროის აღქმა?

Image by engin akyurt
Home: Contact

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲐᲛᲝᲕᲘᲪᲜᲝᲗ, ᲠᲝᲛ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲡ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ ᲡᲭᲘᲠᲓᲔᲑᲐ?

თუკი ადამიანი კარგავს ინტერესს იმ სასიამოვნო აქტოვობების მიმართ, რაც მის ცხოვრებაში იყო, თუ რადიკალურად ეცვლება ძილის და კვების რეჟიმი, თუ სუიციდური კრიზისის შემდეგ გაუმჯობესდა ადამიანის მდგომარეობა - თითქოს მზემ გამოანათა, ასეთ დროს ხშირად ფიქრობენ, რომ გადაიარა ამ მდგომარეობამ, თუმცა შეიძლება ასე არ იყოს და, უბრალოდ, ადამიანს გადაწყვეტილება ჰქონდეს მიღებული და მშვიდად გრძნობდეს თავს.
ადამიანებს ძირითადად მითები უშლით ხელს, რომ აღმოჩნდნენ დამხმარე რგოლის როლში. სტატისტიკის მიხედვით, 10-დან 9 ადამიანი ლაპარაკობდა წინასწარ იმის შესახებ, რაც შემდეგ მოიმოქმედა

Home: Text
Thinking Man on Couch

ᲠᲐᲢᲝᲛᲐᲐ ᲛᲔᲜᲢᲐᲚᲣᲠᲘ ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲒᲐᲣᲐᲠᲔᲡᲔᲑᲐ 20 ᲬᲚᲘᲡ ᲐᲡᲐᲙᲘᲡ ᲡᲔᲜᲘ

ბიოლოგიური კონტექსტი

ცნობილია რომ ადამიანის ტვინი გარდატეხის პერიოდში რიგ საკრალურ ცვლილებებს გადის. აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ მენტალური ჯანმრთელობის ღრმა ბავშვობაში საფუძველჩაყრილი პრობლემები ხშირად შემდგომი ნეგატიური ცხოვრებისეული ძვრების დროს იჩენს ხოლმე თავს.

ამასთან, ხშირად გენეტიკური მოცემულობაც თამაშობს როლს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების წარმოშობაში. სწორედ ამიტომაა დეპრესია და შიზოფრენია ცნობილი "გენებში ნაქონ" დაავადებებად, რის გამოც სპეციალისტები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას ბავშვებზე, რომელთა მშობლებსაც მსგავსი დიაგნოზი აქვთ.

უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის ტვინი ზრდას შუა 20-იან წლებამდე განაგრძნობს - ჰორმონები ქაოსშია, ტვინში მიმდინარე ცვლილებები აქტიურია. იმ გენების უმრავლესობა კი, რომლებიც მენტალური აშლილობების მიმართ მეტად მოწყვლადს გვხდიან, დაკავშირებულია დაავადებებთან, რომელთა გამოჩენაც სწორედ ამ ასაკს — 20-იან წლებს უკავშირდება. შედეგად, მსგავსი გენების მატარებელი ადამიანები სწორედ ამ ასაკში არიან მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე აღმოჩენის დიდი რისკის ქვეშ.

Home: Image
1__Fk5qntdztGZ6YwHqGhlSA.jpeg

ემოციური მხარე

ზემოთ გენეტიკაზე ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა, საქმე იმაშია, რომ გენეტიკური წინაპირობები არ ნიშნავს უსათუოდ რაიმე დიაგნოზის თანდაყოლის გარანტიას. უმრავლეს შემთხვევაში მსგავსი პრობლემის გააქტიურებას წინ უძღვის ხოლმე რაიმე ფორმის ემოციური გარღვევა.
მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების უმრავლესობა ტვინში ქიმიური დისბალანსის შედეგია, რაც ნიშნავს, რომ რიგი ფსიქიკური დაავადებები რთული ცხოვრებისეული პერიოდების დროს გამომუშავებული სტრესის ჰორმონების "დამსახურებაა".
20-იანი წლები არის დრო, როდესაც გადავდივართ მარტო საცხოვრებლად ან მივდივართ სადმე სასწავლებლად, პირველად ვეჯახებით წინ უდიდეს ცხოვრებისეულ სირთულეებს, და ამ ყველაფერთან ერთად ვუმკლავდებით ზოგადად ზრდის, ბავშვობის დასრულების სევდას. თუ გავითვალისწინებთ რა სირთულეები მოჰყვება სრულწლოვანებისას გაჩენილ დამატებით პასუხისმგებლობებსა და ცვლილებებს, ბუნებრივია ამ პროცესს უმძიმესი სტრესი მოაქვს.
ამ ტრანსფორმაციების მასშტაბზე თუ დავფიქრდებით, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს რატომ იღებს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების უმრავლესობა სათავეს სწორედ ადრეულ 20-იან წლებში.

Home: Image
mirror.jpeg

არაჯანსაღი ცხოვრების სტილი, როგორც კუთხე

დაბოლოს, ერთი-ერთი ყველაზე ცხადი მიზეზისა იმისა, თუ რატომ იჩენს თავს მენტალური ჯანმრთელობის გაუარესება 20–იან წლებში, არის ის თუ როგორ ვუვლით ამ ასაკში საკუთარ სხეულსა და გონებას.
ახალგაზრდების დიდ ნაწილს არ აქვს შესაძლებლობა თერაპიის გზით მოახდინოს ფსიქიკური პრობლემების პრევენცია, ამიტომ ისინი მიმდინარე ცვლილებებთან გამკლავების არაჯანსაღ მექანიზმს ირჩევენ. ამას გარდა, თერაპიაზე უარის თქმის მიზეზი ხშირად დახმარების სათხოვნელად ხელის გაწვდენასთან დაკავშირებული სტიგმაა.
შესაბამისად, რადგანაც ახალგაზრდების ნაწილმა არ იცის, როგორ ებრძოლოს სტრესს ჯანსაღად, ან ამის შესაძლებლობა არ აქვს, ხშირად ისინი ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს მიმართავენ, რამაც ცხადია, შესაძლოა უარესადაც იმოქმედოს.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე გასაკვირი არაა რომ ხშირად მენტალური მდგომარეობის ნგრევა სწორედ ამ ასაკობრივ პერიოდს "ემთხვევა". თუმცა, მიზეზების ცოდნის პარალელურად, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები მართვადი და დაძლევადია.

Home: Image

ეკა უნივერსიტეტს წელს ამთავრებს, თუმცა პანდემიის გამო  ვერ შეძლო ყველა სასწავლო წლის უნივერსიტეტსი გტარება და ლექტორებთან და თნაკურსლებთან ურთიერთობა ონლაინ რეჟიმში უწევს.  ეს ყველაფერი კი მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ცუდად აისახა.

Home: Video

საქართველოში 2020 წლის 1 იანვრიდან 30 ივლისამდე სიცოცხლე თვითმკვლელობით 162-მა ადამიანმა დაასრულა, ნათქვამია შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში.

უწყების მონაცემებით, კიდევ 254-მა ადამიანს სუიციდის მცდელობა ჰქონდა.

162 ადამიანიდან, რომლებმაც ექვს თვეში თავი მოიკლეს, 125 მამაკაცია.

სუიციდის ჩამდენის ასაკი 16-დან 90 წლამდე მერყეობს. მათ შორის არის რუსეთის ორი მოქალაქე და ერთი - ტაილანდის. დანარჩენები საქართველოს მოქალაქეები არიან.

სუიციდის შემთხვევების და მცდელობების უმრავლესობა მოხდა თბილისში, მეორე ადგილზეა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი, მესამეზე - ქვემო ქართლი.


Home: HTML Embed
bottom of page